ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აეროპორტების მიმართულებით 2024 წელს გათვალისწინებულია 67 მლნ ლარის დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია:
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დაწყება;
- დასრულდება თელავის აეროპორტის რეკონსტრუქცია;
- დასრულდება თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დაიწყება დეტალური პროექტის მომზადება.