აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივ პროექტებსა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გააკეთა.
„ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არა მარტო ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს, არამედ ერთობლივ სტრატეგიულ მიზნებს მიგვაღწევინებს და განვითარებას უზრუნველყოფს. ამ თანამშრომლობის საფუძველი იმდენად მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობის წინაპირობაა, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი- ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენი და შაჰდენიზის მილსადენი. აღნიშნული პროექტები ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობის პანორამა არის უზრუნველყოფილი, დაცული და სანდო ენერგეტიკული პროექტის წინაპირობა ევროპის მიმართულებით“, - განაცხადა ალი ასადოვმა.
როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ოფიციალური ბაქოს ინიციატივითა და საქართველოს აქტიური მონაწილეობით განხორციელებული პროექტი უკვე მნიშვნელოვან ასპექტად იქცა ევროპის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით.
„იმდენ ქვეყანას მიეწოდება აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი, რომ თოთხმეტიდან ათი ევროპული სახელმწიფოა. ჩვენ ამ წარმატებას ვუმადლით საქართველოს და მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებითაც ახალ ნაბიჯებს ვდგამთ“, - განაცხადა ალი ასადოვმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ძლიერ პარტნიორებად გვევლინებიან განახლებადი ენერგოწყაროების უზრუნელყოფის მიმართულებით კასპიური და შავი ზღვის ენერგომატარებელების ტრანსპორტის კონტექსტში. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს არის ორ მეზობელ ქვეყანას შორის საერთო ხედვისა და ერთგულების მაგალითი.
„მრავალმხრივი თანამშრომლობა აძლიერებს რეგიონალურ სტაბილურობას, ურთიერთნდობასა და გრძელვადიან პარტნიორობას. მიგვაჩნია, რომ ახალი ინიციატივები განხორციელდება ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ტრანზიტის მიმართულებით. ამის შედეგად, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომდევნო წლებში გაზრდის და კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს გეოპოლიტიკურ სტაბილურობასა და მნიშვნელობას. ჩვენ მზად ვართ ,ვაშენოთ ღია და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მექანიზმები“, - განაცხადა აზერბაიჯანის მთავრობის მეთაურმა.
მისივე შეფასებით, დისკუსიები, რომლების ფორუმის ფარგლებში შედგება და მიღებული მნიშვნელოვნად წაწევენ წინ ისტორიულ აბრეშუმის გზას და რეგიონალური თანამშრომლობისთვის მეტ შესაძლებლობას შექმნიან ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულებით.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს