BP საქართველო 2023 წლის პირველი ნახევრის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის [BTC] საქმიანობის ფარგლებში საოპერაციო დანახარჯი 59 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო, ხოლო კაპიტალური დანახარჯი 18 მილიონ დოლარს აღემატებოდა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის აქციონერები არიან: BP (30.1%), SOCAR (25%), MOL (8.9%), Equinor (8.71%) და სხვა მცირე წილს ჯამში შვიდი კომპანია ფლობს.
ანგარიშის მიხედვით, 1768 კმ სიგრძის მილსადენმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2023 წლის ივნისის ბოლომდე ჯამში 4.1 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა.
2023 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 114 მილიონი ბარელი (15 მლნ ტონაზე მეტი) BTC მიერ ექსპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 158 ტანკერში ჩაიტვირთა.