„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მონაცემებით, ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4586 მგვტ-ია, აქედან მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრეა 2381 მგვტ, მოდინებაზე მომუშავე ჰესების სიმძლავრე 995 მგვტ, 110 მგვტ აირტურბინების, 21 მგვტ ქარის სადგურების, ხოლო კომბინირებული და თბოელექტრო სადგურებისა - 1079 მგვტ. ჯამური დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 74% მოდის ჰესებზე.

მარეგულირებელი ჰესების წილი შეადგენს დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 52%-ს.

გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, 2033 წლისთვის საქართველოს ჯამური სიმძლავრე  9848 მგვტ-მდე გაიზრდება. აქედან 4348 მგვტ იქნება მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე, 2887 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების, 850 მგვტ ქარის სადგურების, 174 მგვტ მზის სადგურების, 110 მგვტ აირტურბინების, ხოლო 1479 მგვტ ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურების და არსებული მოძველებული გარდაბნის N 3, 4 და 9 ბლოკების სიმძლავრე.

ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 2033 წლისთვის იქნება 73%-მდე.

აქედან მარეგულირებელი ჰესების წილი ქვეყნის ჯამურ სიმძლავრის 44%-ს შეადგენს. ეს უზრუნველყოფს წყალუხვობისას დაგროვებული წყლის გამოყენებას წყალმცირობის პერიოდებში, ელექტროენერგიისა და თბოსადგურებისთვის საჭირო საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ ქარის და მზის ელექტროსადგურების წილი, 2033 წლისთვის იქნება დაახლოებით 10%.

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიმდინარე წლის 20 მარტს დაამტკიცა.