2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 14%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 969 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია).
2026 წლის 31 ივლისის მონაცემებით, ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: ყურძნის ნატურალური ღვინოები (143.2 მლნ აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (138.2 მლნ აშშ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (120.5 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (115.9 მლნ აშშ დოლარი), კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (78.4 მლნ აშშ დოლარი), მოცვი (62.9 მლნ აშშ დოლარი) და სხვა.
აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი, ევროკავშირი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, უზბეკეთი და სხვა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს