"გალტ ენდ თაგარტის" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის ბოლომდე დასასრულებელ პროექტებში ბინების 82% უკვე გაყიდულია.
აღმოჩნდა, რომ ამა წლის მაისში დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობა თვიურად 9.7%-ით შემცირდა. თუმცა, გაყიდვები ივნისში წლიურად 12.9%-ით გაიზარდა, რაც 2024 წლის ივნისის დაბალი ბაზითაა გამოწვეული. (2024 წლის მაისი და ივნისი უძრავი სექტორის გაყიდევბის მიმართულებით ყველაზე სუსტი თვე იყო).
ჯამურად, 2025 წლის 6 თვეში, გაყიდვები გასული წლის 6 თვესთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა.
"აღსანიშნავია, რომ ანალოგიური თვიური და წლიური დინამიკა ფიქსირდება გაყიდული ფართობის მიხედვითაც. პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 82% უკვე გაყიდულია,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.
აქვე წერია, რომ გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.