საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 40 ათასი ტონა - ანუ დაახლოებით 300,000 ბარელი ნედლი ნავთობი იწარმოება. კანონმდებლობის თანახმად, კერძო ინვესტორებთან დადებულ ხელშეკრულებებში მხარეს წარმოადგენს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც კომპანიებისგან ნატურის ანუ ნედლი ნავთობის სახით იღებს შემოსავალს.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციის 2024 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2024 წელს კორპორაციამ 131,157 ბარელი ნედლი ნავთობის რეალიზაცია მოახდინა. რეალიზაციის ჯამურმა თანხამ შეადგინა 9,925,000 აშშ დოლარი შეადგინა, ეს კი ბარელზე 75.7 დოლარს შეადგენს.
შედარებისთვის, 2023 წელს, კორპორაციის მიერ მხოლოდ 88,866 ბარელი ნავთობის გაყიდვა მოხდა.
საქართველოს სახელმწიფოსა და ნავთობის სექტორში ინვესტორ კომპანიებს შორის გაფორმებულია 24 ხელშეკრულება, რომელთა ფარგლებშიც ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გარდა მოქმედებს 7 ნავთობკომპანია: “ნორიოს საოპერაციო კომპანია“; „ბლოკ ოფერეითინგ კომპანი“; ,,ქურა ბეისინ ოფერეითინგ კომპანი“; „ენ-ვი-პი ჯორჯია“; „ვესტ გალფ პეტროლიუმ ინჯინერინგ“; „ჯორჯია ქოალიშენ ენერჯი ლიმითედ“; „ოუ -ემ -ვი პეტრომი“.