2023 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,706 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 2022 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 6,8% (109 მილიონი კვტ/სთ-ით) აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის შეფასებით, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
ამავე ცნობით, „თელასი“-ს აბონენტთა რაოდენობა 2023 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,3%-ით (23,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 738,5 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 662,8 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 75,7 ათასი – იურიდიული პირი.
2023 წლის ექვსი თვის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 763 კმ შეადგინა, რაც 2022 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს (6 513 კმ) 3,8%-ით (250 კმ-ით) აღემატება.