სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის თანახმად, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების საერთაშორისო საბაზრო ფასის მკვეთრად შემცირების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა განახორციელა.

ამავე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას სახელმწიფო სუბსიდია მიიღო ხილის გადამმუშავებელმა იმ კომპანიებმა, რომლებიც 2023 წლის სექტემბრის დასაწყისიდან 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტული ვაშლი არანაკლებ 0.24 ლარად შეისყიდეს.

სოფლის განვითარების სააგენტომ 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდია გასცა.

„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 2023 წელს 31.12.2023წ.-ის მდგომარეობით, კომპანიების მიერ შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ შეადგინა 21,768,638 კგ. საერთო ღირებულებით 6,738,484.10 ლარი.

სააგენტოს სუბსიდიის მოცულობამ შეადგინა 2,176,863.8 ლარი.