პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გზას აჩენს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი „X“ - ის პირად გვერდზე წერს.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გზას აჩენს. საქართველოს შეუძლია ეს კანონი უარყოს და ევროპა აირჩიოს,” - წერს ლანდსბერგისი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.