ბოლო 6 თვეში ღვინის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა, -  ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 6 თვის ანგარიშში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, მსოფლიოს 65 ქვეყანაში ექსპორტირებულია 54,5 მლნ ლიტრი ღვინო, რაც 26%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 24%-ით და 156,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო  საექსპორტო ფასი 2024 წლის 6 თვის მონაცემებით 2,88 აშშ (დაახლოებით 7.90 ლარი) დოლარს შეადგენს, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს წლის 6 თვის ანგარიშში.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, $156 709-ის (54 480 920 ლიტრი) ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის 75% რუსეთში გაიყიდა. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით რუსეთის ფედერაციაში ექსპორტზე 41 მლნ ლიტრამდე ღვინო გავიდა, რომლის ღირებულება $111 122-ია.

აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ქვეყნების პირველ 5-ეულში 4 მათგანი პოსტსაბჭოთა სივრციდანაა. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ბელარუსი და მხოლოდ ერთი ქვეყანაა ევროკავშირიდან.

2024 წლის ბოლო 6 თვეში ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეული ასეთი იყო:

ქვეყანა / გაყიდულო ღვინო აშშ დოლარში / ლიტრი

რუსეთი - $11 122 – 40 826 007 ლიტრი;

პოლონეთი - $7 854 - 3 189 963 ლიტრი;

უკრაინა  - $6 128 - 2 221 679 ლიტრი;

ყაზახეთი - $5 300 - 1 606 151 ლიტრი;

ბელარუსი  - $3 990 - 1 445 567 ლიტრი;

აშშ - $3 895 - 653 825 ლიტრი;

ჩინეთი - $3 865 - 1 120 121 ლიტრი;

გერმანია - $2 982 - 674 340 ლიტრი;

ლატვია - $2 110 - 541 954 ლიტრი;

ლიეტუვა - $1 118 - 290 495 ლიტრი.