ყველაზე დიდი მოთხოვნა ხელის თხოვნის და დაბადების დღის ღონისძიებებზეა, - ამის შესახებ მტკვარზე არსებული რესტორანი "ტივის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ კოტრიკაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, რესტორნის მომხმარებლების 90% ადგილობრივები არიან.

"ტივი" ოფიციალურად 2023 წლის 31 დეკემბერს გაიხსნა, თუმცა გასულ წელსაც აქტიური ახალი წლის პერიოდი გვქონდა. "ტივმა" თავიდანვე დაიმსახურა მომხმარებლების ყურადღება და ინტერესი, რაც უფრო და უფრო იზრდება. 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან, დაახლოებით, 10 დეკემბრამდე გარკვეული შეფერხება გვქონდა. რაც გამოწვეული იყო განვითარებული მოვლენებით. ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არა მარტო ჩვენ, არამედ თითქმის ყველა ბიზნესს შეეხო, თუმცა 10 დეკემბრიდან საკმაოდ აქტიური სეზონი გვაქვს", - აცხადებს ნიკოლოზ კოტრიკაძე.

ცნობისთვის, მტკვარზე არსებული რესტორან "ტივს" ჯამში ერთდროულად 120 ადამიანის გამასპინძლება შეუძლია. რესტორანი 2 კატერს ფლობს და 2025 წლის ბოლომდე დამატებით 2 შედარებით დიდი ზომის მცურავი საშუალების დამატებას გეგმავს. 

bp.ge