რომელია საქართველოში 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის სპეციალიზირებული მაღაზია. საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალის  ბრუნვის თანახმად, ტოპ 10 მაღაზია ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

  • შპს ეიესბისი
    დაფუძნდა 2018 წელს, დირექტორი ანზორ ლომიძე (რუსეთის მოქალაქე), 100%-იანი წილის მფლობელი კი კვიპროსში დარეგისტრირებული კომპანია ASBISC Enterprises PLC -ია. სავაჭრო მარკა iSpace.

  • შპს აიპლიუსი
    დაფუძნდა 2014 წელს, დირექტორი კახა სეფაშვილი. 50-50%-ს რამაზ შეყილაძე და შპს კაიაკი (დირექტორი და 100%-ის მფლობელი მამუკა მარღიშვილი)ფლობენ. სავაჭრო მარკა iPlus.

  • შპს გრინ სისტემს
    დაფუძნდა 2010 წელს, დირექტორი დავით ზურაბიშვილი, წილებს რაც შეეხება ვლადიმერ ქვილითაია 66% ალექსანდრე ჩაჩუა 17% ნათია ჩქარეული 17%

  • შპს ტექნოჰაუს
    დაფუძნდა 2009 წელს. დირექტორია - მეჰმეთ მელექი, რომელიც საქართველო თურქეთის ორმაგი მოქალაქეა. 100%-იან წილს კი თურქეთის მოქალაქე იუსუფ ბაშარი ფლობს. სავაჭრო მარკა  „ბეკო“

  • შპს აისითი
    დაფუძნდა 2014 წელს, დირექტორი - ვლადიმერ ძურძუკი. ნინო ტოპეშაშვილი 28%, შალვა შენგელიძე 24%, ბაჩანა ბიბილაშვილი 16%, ვლადიმერ ძურძუკი 16%, ალექსანდრე რევაზიშვილი (საქართველო- რუსეთის ორმაგი მოქალაქე) 16%. სავაჭრო მარკა Apple City.

  • სს ელიტ ელექტრონიქსი
    დაფუძნდა 2005 წელს. მმართველობის ორგანო, სამეთვალყურეო საბჭო - თავმჯდომარე/წევრი: დორი გროსმანი (ისრაელი) წევრი: ლადო ჯობავა, დირექტორი - ლადო ჯობავა. სავაჭრო მარკა „ელიტ ელექტრონიქსი“

  • შპს აიტექნიკი
    დაფუძნდა 2011 წელს. დირექტორი სალომე გუგეშაშვილი. 100%-იანი წილის მფლობელი გვანცა მიქუჭაძე. სავაჭრო მარკა iTechnics

  • შპს მეტრომარტ
    დაფუძნდა 2012 წელს, დირექტორი - ზურაბ ტაბიძე. წილები შემდეგნაირად ნაწილდება შპს ალტა -50%, ანუშ ოგანისიანი (სომხეთი)- 33.33%, ზურა ავაქიანი 16.67%. სავაჭრო მარკა „მეტრომარტი“

  • შპს ალტა  რითეილი
    დაფუძნდა 2016 წელს. დირექტორი - გიორგი ჟურული. 1010 %-იან წილს კი შპს ალტა ფლობს. სავაჭრო მარკა „ალტა“

  • შპს ეი ბი სი - ტელეკომ ჯი
    დაფუძნდა 2021 წელს, დირექტორი - რადიგ ასგარლი. 100% წილის მფლობელი კი აზერბაიჯანში დარეგისტრირებული  შპს ეი ბი სი - ტელეკომ-ია. სავაჭრო მარკა კონტაქტ ჰოუმი.

ათეულის ძირითად შემადგენლობა ბოლო 2.5 წლის განმავლობაში თითქმის უცვლელი იყო, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.  2021 წლის ათეულში შედიოდა კომპანია ულტრა, რომელიც 2022 წელს შპს ეიესბისიმ ჩაანაცვლა, 2023 წელს კი შპს ორიენტ ლოჯიკის ადგილი შპს ეი ბი სი - ტელეკომ ჯიმ დაიკავა.

აღნიშნული კომპანიის მფლობელები არიან

  • შპს ულტრა
    დაფუძნდა 2006 წელს. დირექტორი ირაკლი კარბელაშვილი. წილები შემდეგნაირად ნაწილდება ირაკლი კარბელაშვილი 32.27%, ბესიკ კარბელაშვილი 32.27%, ირაკლი მიროტაძე, 20.44%, არჩილ პაიჭაშვილი 15.02%. სავაჭრო მარკა „ულტრა“

  • შპს ორიენტ ლოჯიკი
    დაფუძნდა 1995 წელს.დირექტორი - ვაჟა ნასყიდაშვილი. 25-25%-იან წილებს სერგო სანაკოევი, ვაჟა ნასყიდაშვილი, ალან სანაკოევი, ვიტალი ჯაგინოვი. სავაჭრო მარკა „ორიენტ ლოჯიკი“