Yandex Go-ს Food სერვისი აგრძელებს მუშაობას. ინფორმაცია სერვისის საქართველოდან წასვლის შესახებ, რომელიც ზოგიერთი მედია სერვისის ყოფილი თანამშრომლის სოციალურ გვერდზე დაყრდნობით ავრცელებს, სიმართლეს არ შეესაბამება. Yandex Georgia-ს პრესსამსახურში განმარტეს: „ Food სერვისი აგრძელებს მუშაობას საქართველოში, ჩვენ ვახორციელებთ მარკეტინგისა და ოპერაციების მართვის რესურსების ოპტიმიზაციას გარკვეულ მიმართულებებში, რათა პრიორიტეტი მივანიჭოთ ყველაზე ეფექტურებს“.

Yandex Georgia გთავაზობთ ონლაინ ტაქსის, მიტანის და კვების სერვისებს, სკუტერის გაქირავების სერვისს, ასევე გეო და გასართობ სერვისებს.

კომპანია ასევე ახორციელებს საქველმოქმედო მგზავრობისა და მიტანის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც უკვე დაახლოებით 10 000 მგზავრობა შესრულდა. ნოემბერში Yandex Go-ს სერვისებმა ჩაატარეს კამპანია „სიკეთის კვირეული“ და თანხები გადასცეს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებიანი ოჯახებისა და ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, კომპანიის სერვისებში ხელმისაწვდომია ფუნქციები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.