რუსი მეცნიერების მიერ  შექმნილი კიბოს ვაქცინა- Enteromix, სავარაუდოდ, მალე ჩინეთის რეგულატორების მიერ დამტკიცდება, ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

წყაროების მიხედვით, ვაქცინა ოფიციალურად დამტკიცებული ჯერ არ არის, თუმცა ექსპერიმენტულ ეტაპზეა და პირველმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა. 

Enteromix-ის ინიექცია შემქმნელების თქმით, დაავადებული ადამიანის იმუნური სისტემას წვრთნის კიბოს უჯრედების პირდაპირი განადგურებისთვის, ისე რომ გრძელვადიანი მედიკამენტური თერაპიები საჭირო აღარ ხდება. 

ექსპერტები ამბობენ, რომ ვაქცინის ეფექტურობა ადამიანებზე ჯერ  საბოლოოდ დადასტურებული არ არის, ამიტომ პროგნოზები გლობალური კიბოს მკურნალობის ინდუსტრიის “დაშლის” შესახებ გადაჭარბებულია. ~

Enteromix-ის რუსეთის რამდენიმე კლინიკაში უკვე ადამიანებზე ტესტავენ.