Meta–მ Nvidia Corp.-თან ახალი გრძელვადიანი პარტნიორობის შესახებ განაცხადა, რომლის თანახმადაც, Nvidia Meta-ს ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების განვითარებისთვის საჭირო აღჭურვილობით მიაწვდის.
Meta Nvidia-სგან მილიონობით Blackwell-ისა და Rubin-ის ჩიპის, ასევე Grace-ისა და Vera-ს ცენტრალური პროცესორების შეძენას გეგმავს. კომპანია Nvidia-ს ჩიპებს მრავალი წელია იყენებს და ახლა პირველი იქნება, ვინც Grace-ის ცენტრალურ პროცესორებს მონაცემთა ცენტრებში დამოუკიდებელ პროდუქტად დანერგავს და არა სერვერების ნაწილად.
გარიგების ფინანსური პირობები არ გახმაურებულა, თუმცა ექსპერტები მის ღირებულებას ათობით მილიარდ დოლარად აფასებენ.