2022 წელს, საქართველოში ავტომობილების რაოდენობა თითქმის 5% -ით გაიზარდა. დღეს რეგისტრირებული მანქანების რიცხვი 1,563 მილიონის აღწევს. აქედან ყველაზე მეტი - 529, 3 ათასი ავტომობილი სწორედ დედაქალქში ფიქსირდება. ავტობაზარზე გაზრდილ მოთხოვნას ავტომომსახურების სფერო ხშირ შემთხვევაში, შესაბამისად ვერ პასუხობს. დაბრკოლებებს კი ძირითადად ბაზარზე ექსპერტების ნაკლებობა და ხელოსნების მიმართ უნდობლობა განაპირობებს. უმნიშვნელო პრობლემაც შესაძლოა ავტომფლობელისთვის სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. მაგალითად, საბურავის ან სარკის დაზიანებაც კი ხშირად, ძალიან უსიამოვნო პროცესების საწყისი ხდება: ავტომობილი უნდა გადაიყვანო სერვისცენტრში, სადაც შესაძლოა ვერ შეაკეთონ. იწყებ შესაბამისი ნაწილების ძებნას, ქალაქში გაბნეულად განლაგებულ მაღაზიებში. რასაც ძალიან დიდი დრო და ენერგია მიაქვს. სწორედ ბაზრის სიღრმისეული შესწავლის საფუძველზე, „ჯიპიაი ჰოლდინგმა”, ვენის სადაზღვევო ჯგუფთან ერთად, ახალი, უნიკალური ბრენდი “ვუვლი” შექმნა. „ვუვლი“ აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ბიზნესს იმისთის, რომ მომხმარებელს სრულყოფილი და ოპერატიული მომსახურება მიაწოდოს, რაც ავტომობილის მოვლა-ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ უსიამოვნო და არაკომფორტულ პრაქტიკას დაასრულებს. ყველა სერვისის მიღება დისტანციურად არის შესაძლებელი, პროფესიონალი ავტოექსპერტის საშუალებით. მანქანის შეკეთების პროცესს სწორედ ის აორგანიზებს, მფლობელს კი ავტომობილს სრულად გამართულს უბრუნებს. მაშ ასე, გავიგოთ - როგორ მუშაობს „ვუვლი“ და რა გამოცდილებას ეყრდნობა ის...
რა არის „ვუვლი“?
“ვუვლი” ქართულ ავტომომსახურების ბაზარზე ახალი ევროპული ინვესტიციაა.
პლატფორმა voovly.ge მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად მიიღოს ავტომობილის, მოვლასთან და შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა სერვისი. ავტოსერვისების თანამედროვე ეკოსისტემა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომს ხდის მაღალპროფესიონალურ, სანდო და ექსპერტულ მომსახურებას. ბრენდის უნიკალურობას განსაზღვრავს სრულყოფილი ციფრული პლატფორმა, რაც სწრაფი, კომფორტული და მოსახერხებელი მომსახურების გარანტიაა. ავტომობილის მფლობელს ხელოსნებთან კომუნიკაცია, ქალაქში ქაოტურად განთავსებულ სერვისცენტრებში სიარული და ავტონაწილების ძებნა აღარ მოუწევს - მანქანას პროფესიონალი ავტოექპერტები მოუვლიან.
“ვენის სადაზღვევო ჯგუფს” მსგავსი მომსახურება ევროპის 11 ქვეყანაში აქვს და საქართველოც მომდევნო წარმატების მაგალითი უნდა გახდეს. ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში დაბალ პროფესიონალიზმთან ერთად, მანქანის შეკეთების ბაზარი ჩრდილოვანი სტრუქტურით და დაურეგულირებელი სისტემით ხასიათდება.სწორედ ევროპული ექსპერტიზა და გამოცდილება ქმნის გარანტს, რომ “ვუვლი” ავტომფლობელებისთვის
სანდო და საიმედო პარტნიორი იქნება და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ავტომომსახურების სფეროს.
რას გვთავაზობს „ვუვლი“?
„ვუვლი“ მომხმარებელს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც გეგმიური, ისე გადაუდებელი მომსახურბა. დავიწყოთ სწორედ გადაუდებელი :ავტოსერვისებით: შემთხვევის ადგილზე ავტოექსპერტი გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მოდის. დიაგნოსტიკის შემდეგ დამატებით ჯგუფს - სერვის ვენს იძახებს. გზებზე, 24 საათიან რეჟიმში, შესაძლებელია ისეთი მომსახურების მიღება, როგორიც არის:
- საწვავის ადგილზე მიწოდება
- საბურავის დაბერვა/შეცვლა
- ავტომობილის დაქოქვა ელექტრომაერთებელი კაბელით
- კომპიუტერული დიაგნოსტიკა
- ჩაკეტილი კარის გაღება
- ევაკუატორი
თუ პრობლემის მოგვარება ადგილზე შეუძლებელი გახდა, ავტოექსპერტი ავტომფლობელის სურვილის შესაბამისად, მანქანას სერვისცენტრში გადაიყვანს. შეკეთების პროცესს თავად დააორგანიზებს, ზედამხედველობას პირადად გაუწევს და ავტომობილის მფლობელს ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში მიაწვდის.
ავტოექპერტის გამოძახება და გზებზე გადაუდებელი სერვისები უფასოა „ვუვლის“ გამომწერებისთვის.
ერთწლიანი გამოწერის შემთხვევაში ავტომფლობელი არჩევანს
ორ პაკეტს შორის აკეთებს:
- ეკონომი (თვეში 15 ლარი),
- სტანდარტი (თვეში25 ლარი).
გამომწერები „ვუვლის“ გეგმიური სერვისებითაც ისარგებლებენ: ზეთის, ხუნდების, ცვეთადი ნაწილების შეცვლა. ავტომფლობელს დროის ხარჯვა აღარც ტექნიკური დათვალიერებისთვის მოუწევს, ამასაც ავტოექსპერტი დააორგანიზებს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთი კლიკით არის შესაძლებელი.
რითაა კონკურენტული „ვუვლის“ სერვისები ბაზარზე ? - კონცეფციაზე მეტს კომპანიის გენერალური დირექტორი, არჩილ ბერიძე გვესაუბრება:
„ვუვლი, ეს არის მოკლე პასუხი გრძელ პრობლემებზე. ყველაზე მთავარი მაინც ალბათ არის სანდოობა - ჩვენი მთავარი ამოცანაა, „ვუვლის“ გავლით მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის, სანდო და გამჭვირვალე სერვისი, ხოლო შეკეთების პროცესს ჩვენ გავუწევთ მეთვალყურეობას. ეს გამორიცხავს შეცდომებს. თუ ჩვენ გადმოგვაბარებთ მანქანის მოვლას, არამხოლოდ დროს, არამედ ხარჯებსაც დაგიზოგავთ. ვუვლის კონცეფციის ამოსავალი წერტილი სწორედ ეს არის - ავტომომსახურების საიმედო ეკოსისტემა. ჩვენს მომხარებლებს აქვს არჩევანის თავისუფლება, როგორც ოფიციალური ავტომწარმოებლების ცენტრებში მიიღონ სასურველი მომსახურება, ასევე მულტიბრენდულ თუ არაბრენდირებულ სერვისცენტრებში. გარდა ამისა, მომხარებელს საშუალება აქვს თვალი ადევნოს ავტომობილის გადაადგილების მარშრუტს და მიიღოს მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია. „
როგორც აღვნიშნეთ, “ვუვლი” ჯიპიაი ჰოლდინგის” მხარდაჭერით შექიმნა. რითი იყო სადაზღვევო კომპანიისთვის ამ პროექტის ჩამოყალიბება საინტერესო? კითხვაზე პასუხი “ჯიპიაის” გენერალური დირექტორისგან, პაატა ლომაძისგან მივიღეთ:
„ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ საავტომობილო ბაზარზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, თუმცა მოდელი, რომელიც მომხმარებელს ჩვენ შევთავაზეთ, არის განსაკუთრებული და ქართულ რეალობას მორგებული. „ვუვლის“ მთავარი ამოცანაა, რომ ავტომობილთან დაკავშირეული ყველა პრობლემა მარტივად, ერთი სივრცეში მოგვარდეს. „ჯიპიაისა“ და „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ერთობლივი ინვესტიცია არის გარანტი იმისა, რომ მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით ვუზრუნველყოთ პროფესიული მომსახურების დანერგვა ქართულ ბაზარზე, რომელიც ბევრ ადამიანს მოუტანს პოზიტიურ შედეგს როგორც ხარჯთეფექტურობის, ისე კომფორტის თვალსაზრისით.“
როგორ გავხდეთ „ვუვლის“ მომხმარებლები?
ავტოექსპერტის გამოძახება და ნებისმიერი სერვისის მიღება მარტივად, რამდენიმე კლიკით - ვებგვერდიდან - www.voovly.ge ან მობილური აპლიკაციით voovly ხორციელდება. დარეგისტრირება მარტივად, მხოლოდ ავტომფლობელისა და ავტომობილის მონაცემების შეყვანითაა შესაძლებელი. რეგისტრაციის გავლის შემდეგ სერვისების ჩამონათვალი დაგხვდება, სადაც სასურველი მომსახურების არჩევაა შესაძლებელი. თუ არ იცი - რა სჭირს ავტომობილს, ამასაც მარტივად მიუთითებ და დიაგნოსტიკას ადგილზე, ავტოექსპერტს მიანდობ. მოკლედ, გრძელ პრობლემებს ახლა უკვე მოკლე პასუხის აქვს და ეს არის „ვუვლი“, ყველაფერი რაც შენს მანქანას სჭირდება.