15 იანვარს "ფრესკო" საყოველთაო გაფიცვას უერთდება. კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15:00-დან 18:00 საათამდე "ფრესკოს" ათივე სუპერმარკეტი შეაჩერებს მუშაობას.
ცნობისთვის, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მთავარი მოთხოვნებია - ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების განთავისუფლება.