Volkswagen-ის თანამშრომლებმა კომპანიის სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი უკმაყოფილება გერმანიაში რამდენიმე საწარმოს შესაძლო დახურვასა და 100 ათასამდე თანამშრომლის შემცირების გეგმას უკავშირდება.
კომპანია დაგეგმილ ზომებს რესტრუქტურიზაციის აუცილებლობით ხსნის. გადაწყვეტილების მიზეზად Volkswagen-ში მოგების მნიშვნელოვანი შემცირება სახელდება — 2025 წელს კომპანიის მოგება 53%-ით დაეცა.
საპროტესტო აქციები გერმანიის სხვადასხვა ნაწილში იმართება. თანამშრომლები შიშობენ, რომ ქარხნების დახურვა და მასობრივი შემცირებები სამუშაო ადგილების დაკარგვასა და ქვეყანაში დეინდუსტრიალიზაციის პროცესის გაძლიერებას გამოიწვევს.