JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ბიტკოინისთვის მთავარ საფრთხეს კომპანიების მხრიდან კრიპტოვალუტის გაყიდვა კი არა, ბანკებისა და საინვესტიციო ფონდების დახურულ ბლოკჩეინპლატფორმებზე გადასვლა წარმოადგენს.
ანალიტიკოსების განცხადებით, ასეთი სისტემები რეგულირების მოთხოვნებსა და კონფიდენციალურობის სტანდარტებს უკეთ შეესაბამება. შედეგად, შესაძლოა, საჯარო ბლოკჩეინქსელებსა და მათთან დაკავშირებულ კრიპტოვალუტებში, მათ შორის ბიტკოინსა და ეთერიუმში, კაპიტალის ნაკადები შემცირდეს.
ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, ლიკვიდობისა და მომხმარებელთა აქტივობის ნაწილი ბანკების შიდა ინფრასტრუქტურაში გადაინაცვლებს.
თუმცა JPMorgan ალტერნატიულ სცენარზეც საუბრობს: თუ ბიტკოინი ინფლაციისგან დამცავ აქტივად მყარად დამკვიდრდება, მისი ფასი ბლოკჩეინინფრასტრუქტურის განვითარებაზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული და ინვესტორების მხარდაჭერას შეინარჩუნებს.