პროევროპულ აქციეაზე 54 დეკემბერს დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე "ვისოლის" სარეკლამო კლიპში აღარ ჩანს. პირვანდელ ვერსიაში მსახიობის ორი კადრი იყო, ხოლო ბოლო ვერსიაში, მხოლოდ მისი ხელი ჩანს.

კომპანიის „ფეისბუქზე” განთავსებულ ვერსიაში კვლავაც ჩანს ანდრო ჭიჭინაძე, თუმცა, სატელევიზიო რეკლამებში მსახიობი არ ჩანს.

"ვისოლის" განმარტებით, კონტრაქტით კომპანიას მისი კადრების გამოყენების უფლება მხოლოდ გასული წლის ნოემბრის ბოლომდე ჰქონდა და მიზეზი პოლიტიკურ პროცესს არ უკავშირდება. მათი მტკიცებით, კომპანიამ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია.  კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას მომავალშიც, ნებისმიერ დროს, ითანამშრომლოს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან.

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდეს. მსახიობს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.