საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამედიცინო სექტორში მომუშავე კომპანიების გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.საუბარია შპს „ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანიასა“ და შპს „მედკაპიტალს“ შორის დაგეგმილ კონცენტრაციას. თანხმობის შემთხვევაში ამ კომპანიებს გაერთიანების უფლება მიეცემათ.
შპს "ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანია" 2022 წელს დაფუძნდა და მისი 100%-იანი პარტნიორი და დირექტორი ბიზნესმენი გოჩა გოგილაშვილია. რაც შეეხება "მედკაპიტალს", კომპანია 2007 წელს არის დაფუძნებული და მისი მფლობელები 50%-50%-იანი წილებით "ავერსი ფარმა" და "პსპ ფარმა" არიან.
"კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.
2023 წლის 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 12 119 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 3 დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტოში საქმისწარმოება მიმდინარეობს", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.
ვის ეკუთვნის კლინიკები, რომელთა გაერთიანების საკითხსაც კონკურენციის სააგენტო სწავლობს?
ლავროვმა ოკუპ. რეგიონების ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოსგან თავდაუსხმელობის საკითხი განიხილა
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების გზამკვლევს ამზადებს, სიაში საქართველო არ არის - Politico
საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ყველა საკითხი მეგობრულ რეჟიმში განიხილება - ჩვენ დაძაბულობა არ გვაქვს - ირაკლი კობახიძე
მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ისე სახელმწიფო მდივანს, აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე