კრიპტოინდუსტრიის ბაზრის წარმომადგენლების პროგნოზით, უახლოეს მომავალში  კრიპტოვალუტის ბაზარი ინვესტორებს განსაკუთრებით მოიზიდავს, ხოლო მაინინგი შესაძლოა უძრავ ქონებაზე მოეგებიან ალტერნატივად გადაიქცეს. ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ რისკიან აქტივებში კაპიტალდაბანდება მკვეთრად იზრდება.

,,კრიპტო-ბაზრის" დირექტორის, ავთანდილ კუჭავას ინფორმაციით, კრიპტომაინერს 4-5 წელიწადში აბსოლუტურ მოგებაზე  შეუძლია გასვლა.

„ფედერალური რეზერვები ნელ-ნელა Quantitative Easing (QE) ნაწილში გადადის, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფონდები აქტივებს გამოისყიდიან, რითაც ბაზარზე არსებულ  კომპანიებს ფულს უიაფებენ და რადგანაც ეს ფული უფრო იაფდება, კომპანიებს სარისკო აქტივებში ინვესტირებისთვის უფრო მეტი ფინანსები უჩნდებათ. ამ ეტაპზე რადგანაც კრიპტობაზარი რისკიანად ითვლება, ხოლო stock market ნაკლებად რისკიანად, კრიპტოინდუსტრიაში კიდევ უფრო მეტი ფულის შემოდინებას ველოდებით.  დიდი კრიზისების დროს განსაკუთებით კარგად ჩანს კრიპტო ვალუტის უპირატესობები თუნდაც უძრავ ქონებასთან მიმართებით.

მაინერების მიმართ მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულობა იზრდება. მაინერების მოგება რომ უძრავი ქონების მოგებას შეადარო, აშკარად დაინახავ განსხვავებებს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში მაინერის მოგებას 2.5 წელიწადში ნახავ, ყველაზე კარგ შემთხვევაში კი 1.6 წელიწადში; დანარჩენი 4-5 წელი მაინერები აბსოლუტურად წმინდა მოგებაზე გადიან. ვერავინ ვერ მაჩვენებს 100 000-დოლარიან უძრავ ქონებას, რომელიც თვეში 5000$-იან მოგებას წერს, მე კი შემიძლია ვაჩვენო დაახლოებით 100 000$-იანი მაინერი, რომელიც თვეში საშუალოდ 3000-5000$-მდე მოგებას დაწერს“,- აღნიშნა ავთანდილ კუჭავამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

ინფორმაციისთვის, Quantitative Easing (QE)  ფედერალური რეზერვის მიერ ბაზარში ფულის ჩასხმის პოლიტიკაა, ანუ ისინი სახელმწიფო ობლიგაციებს ან სხვა აქტივებს ყიდულობენ, რათა ფული გააიაფონ და ეკონომიკა წაახალისონ.