ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის თქმით, საქართველო ევროპული ეკონომიკური სივრცის გარეთ დარჩენის რისკის წინაშე დგას, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე რუსეთის გავლენის გაზრდის საფრთხეს ზრდის.
როგორც ის "კომერსანტთან" ინტერვიუში განმარტავს, ევროპასთან ურთიერთობების გაუარესებამ შესაძლოა საქართველოს დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობები მკვეთრად შეამციროს.
,,დღეს საქართველო ძალიან გაუგებარ მდგომარეობაშია. ვართ ძალიან პატარა ეკონომიკა და ევროპული მიზიდულობის ცენტრის გაქრობის რისკი ძალიან დიდი პრობლემაა. დიდი მეზობლები გვყავს, მათ შორის, რუსეთის ფედერაცია, რომელიც მტრულად განწყობილი სახელმწიფოა. იმის გამო, რომ გაზრდილია რისკი, საქართველო აღარ იყოს ორიენტირებული ევროკავშირის ეკონომიკის წევრობისკენ, თავის მხრივ, იზრდება რისკი, ჩაგვყლაპოს რუსეთის ეკონომიკამ და რას ნიშნავს, როცა რუსეთის ფედერაციაზე ვართ ეკონომიკურად დამოკიდებული, ყველას კარგად ახსოვს",- აღნიშნა ხიშტოვანმა.