აგვისტო „ბიოლისთვის“ ტრადიციულად ტურისტული პიკია, კოტეჯები აგვისტოს ბოლომდე თითქმის სრულადაა დაკავებული, დამსვენებლები კი ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან არიან,- ამის შესახებ ბიზნესმენმა და ვენლეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა თამაზ მჭედლიძემ "კომერსანტთან" ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, "ბიოლის" ტერიტორიაზე არსებულ ტბაზე სასეირნო ნავებისა და კატერების გაშვება იგეგმება; უსაფრთხოების მიზნით ტურისტებს მეთვალყურეობას მაშველები გაუწევენ.
,,აგვისტოს თვე ,,ბიოლისთვის“ სტანდარტულად ძალიან დატვირთულია და გამონაკლისი არც ახლაა. ტურისტები ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან გვყავს, ასევე ისინიც, ვინც ჩვენთან ნამყოფია და უკვე მეორედ ან მრავალჯერ სტუმრობენ ველნეს კურორტს.
ფასები თითქმის ყველა მომსახურებაზე შარშანდელი სეზონის ანალოგია, არ გაგვიზრდია. აგვისტოს ბოლომდე თითქმის ყოველ დღე კოტეჯები დაკავებულია, სექტემბრიდან, ზოგადად ფონია ისეთი, რომ ვარდნა იწყება; ხალხი სამსახურებს უბრუნდება.
ქართველები ძირითადად რესტორნით ინტერესდებიან. ვაპირებთ ბიოლის ტბა უკეთესად მოვაწყოთ, მაშველები ავიყვანოთ და ნავები გავუშვათ",- აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ. ვ