თანამედროვე ბიზნესისთვის მომხმარებელთან კომუნიკაცია გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზება. ლიდერი კომპანიები ქმნიან სივრცეებს, სადაც ცოდნა, პროფესიული გამოცდილება და სოციალური პასუხისმგებლობა ერთად ვლინდება. სწორედ ამ ხედვის საფუძველზე შექმნა „თეგეტა ჰოლდინგმა“ „თეგეტა ბლოგი“ – უნიკალური ციფრული პლატფორმა ქართულ ბაზარზე, რომელიც სპეციალიზებულია ავტოინდუსტრიასა და უსაფრთხო გადაადგილების თემებზე. ეს პლატფორმა არის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინიციატივა, რომელიც ახალ სტანდარტს ქმნის მომხმარებელთან ღია, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციისთვის.

თეგეტა ბლოგი“ აერთიანებს მრავალფეროვან და საინტერესო კონტენტს, რომელიც სრულყოფილად პასუხობს დღევანდელი მკითხველის სხვადასხვა საჭიროებას. პლატფორმაზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი შინაარსი, რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ რჩევებს მძღოლებისთვის, ისე მარტივად გასაგებ ინსტრუქციებს ავტომობილის მოვლისა და საგანგებო სიტუაციებში დროული რეაგირების შესახებ. ასევე, მკითხველს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს უახლეს ტექნოლოგიურ და ბიზნესსიახლეებს,რომლებიც ავტოინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს.

ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგისმარკეტინგის მთავარი ოფიცერი: თეგეტაბლოგისშექმნის მთავარი მიზანიამომხმარებლისთვის ინფორმაციის ნათლად, მარტივად და უშუალოდ მიწოდება, ნაკლებადფორმალური გზით. აქ თავმოყრილიაჰოლდინგის სიახლეები, პრაქტიკული რჩევებიდა გზამკვლევები, რომლებიც მათყოველდღიურობას ამარტივებს. „თეგეტასგუნდის მისიაა არა მხოლოდ პროდუქტისშეთავაზება, არამედ მომხმარებლისსაჭიროებებზე ფოკუსირებაიმის ჩვენება, რატომ და როგორ უნდა ჩატარდეს ავტომობილისსხვადასხვა ტექნიკური მომსახურება და რაშედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ იგნორირებას.

დღეს, როცა ცხოვრების სწრაფი ტემპიადამიანებს დროის დეფიციტს უქმნის დაბაზარზე მსხვილი კომპანიები ხშირად მხოლოდპროდუქტის შეთავაზებით შემოიფარგლებიან, ჩვენ ვქმნით ერთიან სივრცეს, სადაცმომხმარებლები საჭირო რჩევებს მარტივადიღებენ. ასევე, ვცდილობთ, წარმოვაჩინოთმიზეზშედეგობრივი კავშირები და ვზრუნავთ, რომ ჩვენი სერვისები თუ პროდუქტები მათყოველდღიურობას უსაფრთხოსა დაკომფორტულს ხდიდეს, ხოლო ავტომობილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ყოველდღიურიგადაადგილებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, არასოდეს გახდეს შეფერხების მიზეზი“.

საგზაო უსაფრთხოება „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ემსახურება მომხმარებელთა ინფორმირებულობასა და უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობას. „თეგეტა ბლოგი“ ამ ინიციატივებს ციფრულ ფორმატში უყრის თავს და მკითხველს საშუალებას აძლევს, საჭირო ინფორმაციას ნებისმიერ დროსა და ადგილას, ნებისმიერი მოწყობილობიდან სწრაფად და მარტივად გაეცნოს.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგისსტრატეგიული კომუნიკაციებისდეპარტამენტის ხელმძღვანელი: ჩვენისაქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებულიგზასთან და ავტომობილით გადაადგილებასთან, ამიტომ გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთმომხმარებელთა უსაფრთხოებაზე. „თეგეტაბლოგისწორედ ამ მიზანს ემსახურებაესპლატფორმა არა მხოლოდ ტექნიკურ რჩევებსადა ყოველდღიურ რუტინულ საკითხებზემორგებულ რეკომენდაციებს გვაწვდის, არამედრეალურ ნაბიჯებს დგამს საზოგადოებისცნობიერების ამაღლებისკენ. გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომტექნიკურად გამართული ავტომობილიუსაფრთხო გზის მთავარი წინაპირობაა. ბლოგისსაშუალებით ვცდილობთ, გავაზიაროთ საჭიროგამოცდილება, გავაძლიეროთპასუხისმგებლობის განცდა და ხელი შევუწყოთგადაადგილების ისეთი კულტურისჩამოყალიბებას, სადაც უსაფრთხოება პირველადგილზეა“.

პლატფორმაზე გამოქვეყნებულია რეალური ისტორიებიც „თეგეტელებისგან“ — ადამიანებისგან, რომლებიც კომპანიის წარმატების საფუძველს ქმნიან. ბლოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი ეთმობა იმ პროექტებს, რომლებიც ჰოლდინგის სოციალურ პასუხისმგებლობასა და კორპორაციულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. „თეგეტა ბლოგის“ ვლოგების კატეგორია ვებგვერდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც საზოგადოებასთან უშუალო და პრაქტიკულ კავშირს ამყარებს. ვიდეოსერიებში „თეგეტას“ გუნდის წევრები მარტივად და გასაგებად ხსნიან ყოველდღიურ ტექნიკურ საკითხებს, როგორებიცაა საბურავის შეცვლა ან ავტომობილის სეზონური მოვლა. გარდა ცოდნის გაზიარებისა, ეს ფორმატი აძლიერებს სანდოობას და ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასაც.

„თეგეტა ბლოგი“ განკუთვნილია ყველასთვის, ვინც ეძებს პრაქტიკულ რჩევებს, ინტერესდება ავტოინდუსტრიით, ტექნოლოგიური სიახლეებით ან სურს, მეტი გაიგოს კომპანიის საქმიანობისა და ღირებულებების შესახებ. მისი შინაარსი მარტივი და გამართულია, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, საჭირო ინფორმაცია სწრაფად იპოვოს და პრაქტიკაში გამოიყენოს — მაგალითად, როგორ შეცვალოს ზეთი გზაში ან როგორ მოაგვაროს გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემა საკუთარი ძალებით.

ვებგვერდის ინტუიციური ინტერფეისი მომხმარებელთა მარტივ და სწრაფ ნავიგაციას უზრუნველყოფს, რაც პლატფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. თუმცა „თეგეტა ბლოგი“ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციული ვებგვერდი — ეს არის ღირებული და ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს, იქცეს სანდო წყაროდ საზოგადოებისთვის,  ავტოინდუსტრიის, ტექნოლოგიებისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების შესახებ. სტატიებთან ერთად, ბლოგი მოიცავს ვიდეოებსა და ვიზუალურ ინსტრუქციებს, ყოველივე ეს კი მას მომხმარებლისთვის მრავალფეროვან და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ რესურსად აქცევს.

--

თეგეტა ჰოლდინგისშესახებ: უმსხვილესისაავტომობილო კომპანია კავკასიასა დაცენტრალურ აზიაში მომხმარებელსსაავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრსსთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო დასამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო დაინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელიქვეყნის მასშტაბითთეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტაექსკლუზიურადწარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკისმიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორებიარიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტამსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანისაავტომობილო ბრენდის იმპორტიორიასაქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოშიერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.