ბიზნეს სექტორის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ასული წლის ბოლოსთვის ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 782 000 იყო, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41 000-ით, ანუ 5.6%-ით მეტია.

სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი - 218 000 ადამიანი ვაჭრობის სფეროში საქმიანობს. 94 000 დასაქმებულით მეორე პოზიციაზეა დამმუშავებელი მრეწველობა, მესამეზე კი ჯანდაცვა 74 000 დასაქმებულით. ყველაზე მეტად 12 000-ით დასაქმებულთა რაოდენობა ვაჭრობის სექტორში გაიზარდა, თითქმის 5 000-ით მოიმატა დასაქმებულთა რიცხვმა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში, ხოლო ხელოვნებისა და გართობის სექტორში ზრდა 4 000-ია.

2023 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დარგების მიხედვით შემდეგია:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 218,053 დასაქმებული, ზრდა 12,404 ადამიანი;
  • დამმუშავებელი მრეწველობა - 93,674 დასაქმებული, ზრდა 292 ადამიანი;
  • ჯანდაცვა - 73,614 დასაქმებული, ზრდა 198 ადამიანი;
  • მშენებლობა - 68,695 დასაქმებული, ზრდა 5,478 ადამიანი;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - 63,523 დასაქმებული, ზრდა 3,939 ადამიანი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 46,926 დასაქმებული, ზრდა 4,903 ადამიანი;
  • სასტუმროები და რესტორნები - 39,872 დასაქმებული, ზრდა 2,875 ადამიანი;
  • სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 25,525 დასაქმებული, ზრდა 1,494 ადამიანი;
  • განათლება - 24,629 დასაქმებული, ზრდა 194 ადამიანი;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 23,107 დასაქმებული, ზრდა 2,151 ადამიანი;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 20,282 დასაქმებული, ზრდა 420 ადამიანი;
  • ხელოვნება გართობა და დასვენება - 18,721 დასაქმებული, ზრდა 3,911 ადამიანი;
  • ენერგეტიკა - 16,773 დასაქმებული, ზრდა 1,568 ადამიანი;
  • ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 15,996 დასაქმებული, ზრდა 1,048 ადამიანი;
  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა - 12,548 დასაქმებული, ზრდა 42 ადამიანი;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 12,234 დასაქმებული, ზრდა 169 ადამიანი;
  • სხვა სახის მომსახურება - 8,133 დასაქმებული, ზრდა 264 ადამიანი.