ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა მარინა ბერაძის განცხადებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება აუცილებელი და გარდაუვალი იყო.
როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, კარგია, რომ პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადავიდა.
"ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლიდან აიღო საყოველთაო ჯანდაცვის მოდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანებისთვის ჯანდაცვის სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჯანდაცვის სერვისები. აქედან გამომდინარე აუცილებელია იმ რეფორმების ჩატარება, რომელიც ბოლო პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს. რეფერალური ფასების დაწესება აუცილებელი და გარდაუვალი იყო, რადგან დროთა განმავლობაში ფასები მუდმივად იწევდა მაღლა და იყო პერიოდი როდესაც საერთოდ შეუძლებელი იყო წამლის ყიდვა. ასეთ შემთხვევაში ჩართულები იყვნენ სადაზღვევო კომპანიები.
რეფერალური ფასების დადგენამ რაღაც პერიოდი გამოიღო შედეგი და მოხდა მედიკამენტების გაიაფება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მონიტორიგს მოითხოვს. თუ სადაზღვევო კომპანიები არ ჩამოშორდა ფარმაცევტულ ბიზნესს და ასევე, მათ მფლობელობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კლინიკები - ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია, რომ შედეგი მივიღოთ. მე მაქვს იმედი, რომ სწორედ ამ მიმართულებით მიდის საუბარი", - აცხადებს მარინა ბერაძე.