გერმანელი დანიელ ზიბერტი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი არბიტრი იქნება. გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და „არსენალი“ ითამაშებენ, 30 მაისს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება.
42 წლის გერმანელმა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ცხრა მატჩი იმსაჯა, მათ შორის, პირველი მეოთხედფინალი „სპორტინგსა“ და „არსენალს“ შორის, ასევე „არსენალის“ და „ატლეტიკოს“ საპასუხო ნახევარფინალი.