კომპანია „სითიქომის“ ექაუნთ მენეჯერის, ნათია ორახელაშვილის თქმით, კომპანიას გასულ წელს 195 000 ახალი მომხმარებელი დაემატა, სამეზობლოების მიერ შეგროვებული თანხა მთელი საქართველოს მასშტაბით - 20 მილიონს გაუტოლდა. ასევე, 2024 წელს კომპანიამ “სამეზობლოს დღის“ აღნიშვნა დაიწყო, რომელიც ტრადიციულ სახეს მიიღებს.

„გასული წელი სასიამოვნოდ დატვირთული იყო, 195 ათასამდე ახალი მეზობელი დაგვემატა, რომ შევაჯამოთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 600 ათასამდე მეზობელი გვყავს, რომლებმაც 20 მილიონამდე თანხა უკვე შეაგროვეს. ძალიან სასიამოვნო იყო, როცა 2025 წლის დასახვედრად საახალწლო აქტივობები დაგეგმეს მეზობლებმა და ერთად გაერთნენ. გარდა ყოველთვიური ხარჯებისა, რასაც კორპუსის მოვლა ითხოვს, “სითიქომის“ სამეზობლო ასევე ზრუნავს ცხოველებზე, დადგეს მათი სახლები, ასევე შლაგბაუმები.

2024 წელს, 28 სექტემბერს ჩვენ პირველად ჩავატარეთ სამეზობლოს დღე “თბილისი მოლში“, გვქონდა ბევრი გათამაშება და სასიამოვნო ემოციები გავუცვალეთ ერთმანეთს. ეს ყველაფერი ტრადიციად იქცევა და „სამეზობლოს“ დღეს ყოველი წლის 28 სექტემბერს ჩავატარებთ“,- ამბობს „სითიქომის“ ექაუნთ მენეჯერი „კომერსანტის“ შემაჯამებელ ეთერში.

სიახლეები და კომუნიკაციის მეტად გამარტივება კომპანიის 2025 წლის მთავარი ამოცანაა. ამ მიზნით, “სითიქომმა“ სოციალური ქსელი შექმნა. ამ ეტაპზე, „სითიქომი“ ძირითადად თბილისსა და ბათუმში ოპერირებს, მათი მიზანი კი რეგიონული ზრდაა.

,,მიმდინარე წელს ჩვენი განახლებული ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გარდა, ჩვენსავე აპლიკაციაში დაემატება სოციალური ქსელი, რომელიც ჩვენს სამეზობლოებს ერთმანეთთან კომუნიკაცია შეეძლებათ, იქვე გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ დამოკიდებულებას და ამისთვის სხვა სოციალური ქსელები აღარ დასჭირდებათ. თბილისის შემდეგ ჩვენი კომპანია ყველაზე მეტად ჩართული ბათუმშია, თუმცა სხვა ქალაქებშიც ვართ. ვცდილობთ, კიდევ უფრო გავფართოვდეთ, რადგან რაიონებიდან თანხის შეგროვებაზე მოთხოვნა მაღალია.

„სითიქომი“ მუშაობს, რომ სწორედ ის შესთავაზოს მომხმარებლებს, რაც მათზე იქნება მორგებული. არც თანხის და არც სერვისების გადახდის შემთხვევაში არ ვერთვებით, რადგან არ გვინდა, რომ ამ ყველაფრის დაგეგმვა ჩვენი სურვილიდან გამომდინარე მოხდეს. სიახლეების და ინოვაციების კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კომპანია ლიდერია.

ჩვენ მემორანდუმები გვაქვს და ვთანამშრომლობთ სამშენებლო კომპანიებთან, სანამ კორპუსს სამეზობლო გადაიბარებს, დანერგვის ნაწილშივე ხდება მათთან მოლაპარაკება. არის შემთხვევა, რომ კომპანია თავიდანვე ნერგავს „სითიქომის“ მომსახურებას, ასევე, არის შემთხვევები, როცა თავად სამეზობლო წყვეტს ამ ყველაფერს. ჩვენი 100-მდე თანამშრომელი სხვადასხვა განყოფილებიდან ზრდისა და განვითარების პროცესში მაქსიმალურად ჩართულია. ჩვენი დეველოპერული განყოფილება მუშაობს იმაზე, რომ ტექნოლოგიურად განვითარდეთ და სიახლეები დაინერგოს. გაყიდვების გუნდი მუშაობს, რომ არსებულ და ახალ მომხმარებლებს შევთავაზოთ ის პაკეტები, რაც ცხოვრებას გაუმარტივებს",- აღნიშნა „სითიქომი“ ექაუნთ მენეჯერმა, ნათია ორახელაშვილმა „კომერსანტის“ ეთერში.