ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის, თორნიკე ლათათიას თქმით, წლევანდელმა ყინვებმა  შიდა ქართლის ტერიტორიაზე გაშენებულ ნუშის ბაღებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.  

ფერმერები დაახლოებით 3500-4500 ტონას მოსავალს ელოდებიან,  რაც გასულ წელს 25%-ით აღემატება.

რაც შეეხება ფასებს, ლათათია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ნუშის გულის ღირებულება 18-20 ლარი იქნება, გაუტეხავი ნუშის სავარაუდო ფასი კი დაახლოებით 4 ლარი.

„წელს ყინვები ძირითადად შიდა ქართლის ტერიტორიაზე იყო და  ნუშის ბაღებს მძიმე დაზიანებები მიაყენა. საშუალოდ 30-40%-იანი ვარდნა ექნება მოსავალს, თუმცა  ზუსტი რაოდენობა ალბათ, 1 თვეში გვეცოდინება. დაახლოებით, 3500-4500 ტონა მოსავალს ველოდებით,  რაც გასული წლის მოსავალზე დაახლოებით 25%-ით მეტია.

საქართველოში ნუშის მოსავლის 90% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, იმპორტი ადგილობრივი პროდუქციით სრულად ჩავანაცვლეთ. ჩვენი ვარაუდით, წელს ნუშზე უკეთესი ფასი იქნება: ნუშის გულის ფასი იქნება 18-20 ლარი, ფერმერისთვის გადასახდელი გაუტეხავი ნუშის ფასი კი დაახლოებით 4 ლარი“, - აღნიშნა თორნიკე ლათათიამ.