კერძო უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი 82.9 მლნ ლარიდან 312.1 მლნ ლარამდე გაიზარდა 2011-22 წლებში. უმაღლესი განათლება საქართველოში ძირითადად ჯიბიდან გადახდებით (out-of-pocket) ფინანსდება, ხოლო სახელმწიფო დაფინანსება კვლავ დაბალია. ინფორმაცია განათლების სექტორის შესახებ Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა.

„კერძო სექტორში სწავლის წლიური საფასური მერყეობს 2,250-30,000 ლარს შორის. გამოკითხული უნივერსიტეტების უმრავლესობაში (52.4%) წლიური გადასახადი 2,500-5,000 ლარს შეადგენს.

ტოპ-15 კერძო უნივერსიტეტების მომგებიანობის მარჟები მაღალი დარჩა პანდემიის მიუხედავად. ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ გამოიწვია საოპერაციო ხარჯების შემცირება. შედეგად, ებიტდა (EBITDA) და წმინდა მოგების მარჟა 2019 წელთან შედარებით გაიზარდა 2020-21 წლებში. აღსანიშნავია, რომ პერსონალის ხარჯები შეადგენს შემოსავლების დაახლოებთ 40-45%-.

ტოპ-15 კერძო უნივერსიტეტის ვალი/EBITDA ფარდობა ზომიერია და მერყეობს 1.0-2.0 შორის“, - ნათქვამია ანგარიშში.

Galt&Taggart-ის ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემების მიხედვით, კერძო უნივერსიტეტებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი 36.9 მლნ ლარი „საქართველოს უნივერსიტეტს“ ჰქონდა, მეორე ადგილზე 21 მლნ ლარით „სეუ“, ხოლო 25.3 მლნ ლარით „კავკასიის უნივერსიტეტი“ იყო.