დეველოპერულ კომპანია “თეთრ კვადრატსა” და საინჟინრო სფეროს ლიდერ „მეპერსს“ შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ფარგლებში, თეთრი კვადრატის მინდელის პროექტში OTIS-ის ბრენდის უმაღლესი ხარისხის ლიფტები დამონტაჟდება.
ამასთანავე, მინდელის პროექტის დაფინანსების მიზნით „თეთრმა კვადრატმა“ წარმატებით დახურა გარიგება პროკრედიტ ბანკთან, რაც დამატებით ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებით განხორციელებას.

„თეთრი კვადრატისთვის“ ადამიანზე ზრუნვა და  მაღალ ხარისხიანი პროდუქტი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. მინდელის ქუჩაზე მიმდინარე უბნური განაშენიანების პროექტი საბურთალოზე – დაგეგმილია ისე, რომ სრულად პასუხობდეს თანამედროვე კომფორტისა და საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნას.
უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, გადავწყვიტეთ თანამშრომლობა დავიწყოთ კომპანიასთან, რომელსაც 170-წლიანი გამოცდილება აქვს ლიფტების წარმოების სფეროში და მსოფლიო ლიდერია ამ მიმართულებით. ეს პარტნიორობა კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი პროექტების სანდოობისა და ინოვაციური მიდგომებისკენ.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ასევე „პროკრედიტ ბანკთან“ თანამშრომლობას – ეს არის ფინანსური ინსტიტუცია, რომელიც კონცენტრირებულია პასუხისმგებლიან დაფინანსებაზე. მათი მხარდაჭერა არამხოლოდ აჩქარებს პროექტის განხორციელების პროცესს, არამედ გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ვიყოთ ორიენტირებულები. მტკიცედ გვწამს, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, – აცხადებს „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი, ირაკლი ბურდილაძე.


 

„თანამშრომლობა “თეთრ კვადრატთან” აერთიანებს ორი კომპანიის გამოცდილებას, პროფესიონალიზმს და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას. გვიხარია, რომ მინდელის ქუჩის პროექტის თანამედროვე ურბანულ სივრცეს, OTIS-ის ლიფტები მოემსახურება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მემორანდუმი ტექნიკურ შეთანხმებაზე ბევრად მეტია – ის არის ნდობასა და საერთო ხედვაზე დაფუძნებული სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი,“ – აღნიშნა კომპანია „მეპერსის“ პარტნიორმა  გიორგი ქარაზანიშვილმა
„პროკრედიტ ბანკი თეთრი კვადრატის მინდელის პროექტის პარტნიორი გახდა. ეს არის პროკრედიტის პირველი პროექტი თეთრ კვადრატთან ერთად და მოხარულნი ვართ, რომ სწორედ ენერგოეფექტურ ინიციატივას ვუჭერთ მხარს, რაც გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას უწყობს ხელს. ვიმედოვნებთ, რომ სამშენებლო სექტორი ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდება და მომხარებელს გარემოზე მორგებულ, მწვანე პროექტებს შესთავაზებს.  ენერგოეფექტური ინიციატივების მხარდაჭერთით ხელს ვუწყობთ მდგრადი ბიზნესის განვითარებას საქართველოში“ აცხადებს ალექს მატუა, პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი.

-------------------------------------
დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატი ამჯერად  საქართველოში 11 პროექტით არის წარმოდგენილი, და მათ შორის 3 პროექტი უკვე დასრულებულია.
კომპანია „მეპერსი“OTIS -ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს შესაძლებლობას ისარგებლოს მსოფლიოში აღიარებული ხარისხით და ინოვაციით. კომპანიამ განახორციელა არაერთი ფართომასშტაბიანი პროექტი და ემსახურება ათეულობით მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს და პრემიუმ კლასის სასტუმროებს.
პროკრედიტ ბანკი საქართველო - საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრი ბანკია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია გერმანული პროკრედიტ ჰოლდინგი. ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და მოხმარებელს ევროპულ საბანკო გამოცდილებას უზიარებს. Fitch Ratings-ის მიერ პროკრედიტ ბანკს მინიჭებული აქვს საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო საკრედიტო რეიტინგი - BB+, რაც მიუთითებს ბანკის აქტივების სტაბილურ ხარისხზე.