ტერაბანკმა „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026“-ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFMTA-ის ორგანიზებით, Nasdaq-თან პარტნიორობით გაიმართა.
ორდღიან ღონისძიებაზე ადგილობრივმა და საერთაშორისო ფინანსური სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პროგრამა — GMAP, მისი მიზნები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს.
ფორუმის პანელურ დისკუსიაში ტერაბანკის ფინანსურმა დირექტორმა, სოფო ჯუღელმა გამოცდილება გააზიარა და თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე, ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციასა და ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
ტერაბანკი საქართველოს ბანკთან, თიბისი ბანკთან, ლიბერთი ბანკთან და ბაზისბანკთან ერთად Nasdaq Calypso-ს საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტში მონაწილეობს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პლატფორმა სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს აერთიანებს და ბანკებს ოპერაციებისა და მათთან დაკავშირებული ძირითადი რისკების ერთიან, თანამედროვე ინფრასტრუქტურაში მართვის საშუალებას აძლევს.
ტერაბანკისთვის Nasdaq Calypso-ს დანერგვა სახაზინო მიმართულების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ახალი სისტემა პროცესების ეფექტიანობას გაზრდის და მომხმარებლებისთვის რისკების შემცირებისა და ჰეჯირების უფრო მრავალფეროვან ინსტრუმენტებს გახდის ხელმისაწვდომს.