თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, კომპანია NOVA-ს საწარმოში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ტაბულას საგანგენგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება სვარაუდოდ, CO₂-მა გამოიწვია გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ხანძარი არ გაჩენილა.

აღნიშნულის შესახებ განცხადებაში წერს, თავად კომპანიაც.

"დღეს, ნოვას გურამიშვილის გამზირზე მდებარე საწარმოო ტერიტორიაზე დაფიქსირდა ტექნიკური ინციდენტი. საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად დაზიანდა შენობის ფასადის ნაწილი.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე დაუყოვნებლივ განხორციელდა უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

ნოვას გაყიდვების ობიექტები და კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ". - წერს კომპანია.