„სტარბაქსის“ საქართველოში შემოსვლა სხვა საერთაშორისო ბრენდებისთვის სიგნალი იქნება რომ ჩვენი ქვეყნით დაინტერესდნენ“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას Eleven Group-ის კომერციულმა დირექტორმა გოგიტა სურამელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო კომპანიები და საკრედიტო სააგენტოებიც კი აქცევენ ყურადღება იმას, თუ რომელი ბაზრით ინტერესდება „სტარბაქსი“, რაც, საქართველოსთვის საკმაოდ პოზიტიური პერსპექტივაა.
„როდესაც საქართველოში ისეთი სერიოზული ბრენდი შემოდის, როგორიც „სტარბაქსია“, ეს უკვე მანიშნებელია ბევრი სხვა საერთაშორისო კომპანიისთვის, რომ ჩვენი ქვეყნით დაინტერესდნენ. აქ საუბარი მაქვს არა მხოლოდ ყავის ბრენდებზე, არამედ სხვა სექტორის საერთაშორისო ბრენდებზე. ძალიან ბევრი კომპანია და მათ შორის, საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოები, იმასაც კი უყურებენ არის თუ არა „სტარბაქსი“ ამა თუ იმ ბაზარზე წარმოდგენილი და შესაბამისად ამითაც იგებენ რამდენად საინტერესოა ქვეყანაში საინვესტიციო და ეკონომიკური გარემო“, - აღნიშნავს გოგიტა სურამელაშვილი.