„კომერსანტის“ ტრადიციულ რუბრიკაში "როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიქომთან ერთად“ კომპანიის ექაუნთ მენეჯერმა, ნათია ორახელაშვილმა, „სითიქომის“ პროვაიდერების შერჩევაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროვაიდერი კომპანიები ბაზაში „სითიქომის“ სამეზობლოს კარგი გამოცდილების ხარჯზე ემატებიან.
რაც შეეხება მომსახურების ფასებს, ამას თავად პროვაიდერი და სამეზობლო ადგენს.
„2017 წლიდან ძალიან დიდი რაოდენობით დაგროვდა იმ პროვაიდერების ჩამონათვალი, რომლებიც სამეზობლოს მიერ არის რეკომენდებული. სევრისმარკეტზე მომხმარებელს შეუძლია თავად აირჩიოს სერვისის მიმწოდებელი, არ აქვს მნიშვნელობა ერთჯერადი მომსახურება სჭირდება თუ მრავალჯერადი. ,,სითიქომი" სწორედ იმაში ერთვება, რომ პროვაიდერმა და კორპუსის მცხოვრებლებმა ერთმანეთი იპოვონ.
სერვისის მომწოდებელი შესრულებული სამუშაოს ხარისხზე პასუხისმგებელი თავადაა, თუ სამეზობლო იტყვის, რომ პროვაიდერის ჩანაცვლება ან ახლის დამატება უნდათ, ამ ნაწილშიც „სითიქომი“ მათ სრულად დაეხმარება. (ნათია )
ფასებს პროვაიდერი კომპანია ადგენს და ჩვენ ამაში არ ვერევით. ჩვენს საიტზე კალკულაცია თავიანთი კორპუსის ზომების შესაბამისად შეუძლიათ: უნდა მიუთითონ, რამდენ სართულიანია, კიბეს რამდენი უჯრედი აქვს და კალკულატორი თვლის საფასურს.
რაც შეეხება ჩვენთან დაკავშირებას, უკუკავშირს ჩვენი მომხმარებლისგან ვიღებთ, რომ კმაყოფილი არიან კონკრეტული კომპანიის მომსახურებით და ამის საფუძველზე ემატებიან ჩვენ ბაზაში.
ჩვენ „სითიქომელებისთვის“ აქცია გვაქვს, რომელშიც პირველი ორი კომპანია უკვე ჩაერთო: „ველისთორი“ და „პროფი“, შეთავაზება ფასდაკლებებს მოიცავს, სამომავლოდ კი იგეგმება, რომ სხვა ცნობილ და ყველასთვის საყვარელ ბრენდებთან დავიწყოთ კოლაბორაცია“,- აღნიშნა ნათია ორახელაშვილმა.
სერვისის სპეციალისტი, მეგი მომცემლიძე, რომელიც კომპანიაც „სითიქომის“ პროვაიდერების წევრია, მომსახურების ფასებს განმარტავს, მისი თქმით, ეს კორპუსის ზომაზეა დამოკიდებული, ასევე დანაგვიანების ხარისხზე. იმ შემთხვევაში, თუ ფასი მცხოვრებლებისთვის ზედმეტად ძვირია, პროვაიდერი კომპანია, ცდილობს სამეზობლოს ბიუჯეტს მოერგოს.
„იდეა გამიჩნდა, რომ ეს სერვისი ჩამომეყალიბებინა და ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა. პირველი დამკვეთი როცა გამოჩნდა და თანამშრომლები უნდა გამეშვა სამუშაოდ, გაირკვა, რომ იმ კორპუსში „სითიქომი“ იყო შესული და ყველანაირ მომსახურებას ასრულებდა. „სითიქომის“ წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, ჩამსვეს მთლიან პაკეტში რა მომსახურებაც მათთან შედიოდა. ეს სფერო საკმაოდ კონკურენტუნარიანია, თუმცა ჩემმა სერვისმა მაინც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა.
თბილისში ყველა ერთმანეთს იცნობს და შემიძლია ვთქვა, რომ ნდობა უკვე დავიმსახურეთ. „სითიქომის“ დახმარებით კი პროფესიონალების გუნდად ჩამოვყალიბდით. ამ დროისთვის „სითიქომის“ 30 კორპუსს ვემსახურებით.
როცა მომხმარებელი მიკავშირდება, რომელსაც „სითიქომთან კავშირი არ აქვს, ყოველთვის გავცემ რეკომენდაციას, რომ მათთან ითანამშრომლონ. ასე მომსახურება ბევრად მარტივდება.
ჩვენი მომსახურების ფასის დადგენა სადარბაზოს დაბინძურებაზეა დამოკიდებული. გვაქვს რემონტის შემდგომი, რომელიც მაღალფასიანია და ასევე გვაქვს სტანდარტული დასუფთავების სერვისი: თვეში ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და ერთხელაც.
თუ საფასური მისაღები არ არის, ალტერნატივასაც ვთავაზობთ, დაგვისახელეთ თანხა და ჩვენ შევეცდებით, რომ მოვერგოთ“,- ამბობს სერვისის სპეციალისტი, მეგი მომცემლიძე.