გამჭვირვალობა და ყველა სერვისი ერთ სივრცეში, ასეთია „სითიქომის“ სერვისის მარკეტების უპირატესობა კომპანიის ექაუნთ-მენეჯერის, ნათია ორახელაშვილი თქმით.

ამ ეტაპზე კომპანია 5000-ზე მეტ პროვაიდერს აერთიანებს, თითოეული მათგანი კი სიაში სამეზობლოს რეკომენდაციითაა შეტანილი

„სერვისის სპეციალისტების თანამშრომლობით კორპუსის მოსახლეობა კომფორტულ და დაცულ გარემოს იღებს. მათი მომსახურებით სამეზობლოები იღებენ გამართულ ლიფტს, სუფთა კორპუსს მოვლილ მცენარეებს. შესაბამისად, ჩვენი სერვისების მარკეტში 2017 წლიდან უკვე დაგროვდა პროვაიდერების ის რაოდენობა, რომლებთანაც თანამშრომლობა სამშობლოებს შეუძლიათ.

რაც შეეხება „სითიქომის სერვისების მარკეტის“  უპირატესობებს, ამ შემთხვევაში მოსახლეობა მარტივად და გამჭვირვალედ იღებს სერვისპროვაიდერების სიას. ზოგადად, ამ ყველაფრის მოძიებას, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ჩვენი სია 5000-ზე მეტ პროვაიდერს აერთიანებს და თითოეული მათგანი დადებითი რეკომენდაციის საფუძველზეა სიაში შეტანილი. მოქალაქეებს კომენტარებისა და ქულების სახით თავადაც შეუძლიათ პროვაიდერი შეაფასონ, რაც შემდეგში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გამოადგება. რა თქმა უნდა, ყველა სერვისის ერთ სივრცეში ასახვა უფრო კომფორტულია“,- აღნიშნა ორახელაშვილმა „კომერსტანტის“ ეთერში.

სითიქომის ერთ-ერთი პროვაიდერი, “ბესთ სერვისი“ სამეზობლოს ყველა ტიპის მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის კორპუსის დალაგებას და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებასაც. კომპანია გადაუდებელი საჭიროების დროს, ღამის საათებშიც მუშაობს.

კომპანიის დირექტორის, ნიკა ჯმუხაძის თქმით, თბილისის სადარბაზოებში ყველაზე ხშირი პრობლემა მოუწესრიგებელი განათების სისტემაა.

“ბესთ სერვისი” სითიქომელ მეზობლებს მრავალფეროვან პროდუქციასა და სერვისს სთავაზობს, რაც მოიცავს: კორპუსის დასუფთავებას, პერსონალურ მენეჯერს, რომელიც მოსახლეობასთან ერთად საქმეების მოგვარებაშია ჩართული.  ჩვენ სერვისების ორგანიზებას უზრუნველვყოფთ, მოსახლეს არ უწევს დამოუკიდებლად სერვისების ძებნა. მათ აქვთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენთან დაკავშირების შემდეგ მათი პრობლემები გვარდება. ჩვენ შეგვიძლია სამეზობლოს მოვუგვაროთ ისეთი საქმეები, როგორიცაა: სახურავის შეკეთება ან გადახურვა, კანალიზაციის მილების რესტავრაცია.

ხშირად, კორპუსებში გადაუდებელი პრობლემებიც იქმნება, რომლებიც ღამე ითხოვს სწრაფ რეაგირებას, ჩვენ ასეთი მომსახურებაც გვაქვს და სწრაფი რეაგირების სამსახური პრობლემას თბილისის სადარბაზოებში ყველაზე ხშირი პრობლემა მოუწესრიგებელი განათების სისტემაა. ის მინიმალური, რომ დაზიანების შემდეგ ნათურები შეიცვალოს, ესეც კი არა რის ხოლმე გაკეთებული. ზოგიერთი სერვისჯგუფები თავის ნებაზე არიან და კონტროლის მექანიზმი არ გააჩნიათ. ჩვენი სერვისი კი ისეა მოწყობილი, რომ მოსახლეობას ნებისმიერი ინფორმაცია მისდის, რა გაკეთდა, როგორ დალაგდა კორპუსი და ფოტებსაც კი ვაგზავნით.

ასევე „სითიქომის“ აპლიკაციაში ყველანაირი დეტალი ძალიან კარგად ჩანს. სანამ „სითიქომი“ შედის კორპუსში, მუდმივად პრობლემებია, მოქალაქეები ვერ ხედავენ, რაში იხარჯება თანხები“,- აღნიშნა ნიკა ჯმუხაძემ „კომერსანტის“ რუბრიკაში- "როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიქომთან ერთად".