"ქვეყანაში საჭიროა  სტაბილურობის შექმნა და  იმ პრობლემების დანახვა, რაც არსებობს. ამ ყველაფერზე კი  იმ სასტუმროებთან საუბარი, რომლებიც დღეს პრეტენზიით გამოდიან",- ამის შესახებ Salt Projects-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე -  თუ რა სჭირდება დღეს ბიზნესს, საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სასტუმრო ბიზნესმა სწორად დაინახოს ის მოლოდინები და სტრატეგია, რაც ტურიზმის სექტორშია.

„ძალიან ბევრი ბიზნესი ვიცი, რომელიც ამბობს, რომ ხელფასების გაცემის პრობლემა აქვს. შარშანდელი მონაცემებით, 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს წლიური საშუალო ფასი  აღნიშნულ პერიოდში $100-ს შეადგენდა, დღეს კი  $45-$65-მდეა ჩამოსული. 

არ შეიძლება ამხელა ვარდნა იყოს, არ დამატებულა იმ რაოდენობის სასტუმროები, რომლებიც ამას გადაინაწილებდა, ამიტომ სხვა რაღაცაშია პრობლემები. რა თქმა უნდა, ბიზნესშიც არის პრობლემა, მათ შორის პროდუქტის არასწორად პოზიციონირება, გაძვირებული პროდუქცია, მაღალი სახელფასო ბიუჯეტი და კადრების დეფიციტი, რაც რეალურად დათვლადი ხარჯია. შესაბამისად,  როდესაც ბიზნესს აღარ უღირს ამ ხარჯის გაწევა, ურჩევნია საერთოდ გავიდეს ბაზრიდან“,- განაცხადა ჩეხერიამ.

bp.ge