„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას კომპანია „გრინ ლაითის“ დამფუძნებელმა სერგი ბერიანიძემ საქართველოში ავტომობილებზე მოთხოვნის დინამიკა შეაფასა.

მისი თქმით, არსებული რეგულაციებისა და საწვავის გაძვირების ფონზე ქვეყანაში მოთხოვნა ტესლას მოდელებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ამ ავტომობილების გაძვირებაც მოჰყვა.

“საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა, ძირითადად ეს ეხება ამერიკულ მანქანებს, განსაკუთრებით კი ტესლას მოდელებს. დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც, მათ შორის, უკავშირდება საწვავის ფასს, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს საქართველოდან რომ შეიძინოს ტესლას ავტომობილი. ასეთი გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ჩვენ ტესლას მანქანები გაგვიძვირდა.

გაძვირების არსებულ ფონზე ყველა ვეღარ ახერხებს უკვე ამ მოდელის ავტომობილების შეძენას. საბოლოო ჯამში, როგორც 6 წლამდე მანქანებზე გაზრდილმა განბაჟებამ, ისე საწვავის მომატებულმა ღირებულებამ განაპირობა ის, რომ ტესლას მოდელებზე მოთხოვნა გაგვეზარდა“, - აცხადებს სერგი ბერიანიძე.