2023 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 965 509 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 26%-ა.

„საქსტატის“ მონაცემებით, რეგისტრირებული კომპანიებიდან 717 339 არააქტიურია, ხოლო აქტიურია მხოლოდ 248 170 სუბიექტი.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით კომპანიების გადანაწილებას, ყველაზე მეტი აქტიური კომპანია თბილისშია (43,4%), შემდეგია იმერეთი (11,7%) და აჭარა (11,1%).

აქტიურ კომპანიათა გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით ასეთია:

  • თბილისი - 107 812
  • იმერეთი - 29 100
  • აჭარა - 27 613
  • ქვემო ქართლი - 17 858
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 16 721
  • კახეთი - 14 172
  • შიდა ქართლი - 11 384
  • სამცხე-ჯავახეთი - 9 946
  • გურია - 5 708
  • მცხეთა-მთიანეთი - 5 350
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 439
  • აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკა - 12.