საქართველოში ლურჯი მოცვის საბითუმო ფასები 2023 წელს 20ლარით დაიწყო და 5.5 ლარამდე შემცირდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
„ლურჯი მოცვის ფასი როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე, მკვეთრად სეზონურია.
2023 წლის 2ივნისის კვირაში ფასი იყო 20 ლარი/კგ-ზე, ივლისის ბოლოს ფასი კგ-ზე 5.5 ლარამდე ჩამოვიდა. მოცვის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მიწოდების რაოდენობას, მოთხოვნას როგორც ადგილობრივი ასევე საექსპორტო ბაზრებიდან, ვალუტის კურსს და გლობალურ ტენდენციებს (იხ.გვერდი8).
2023 წლის დაბალი ფასი (წინა წლებთან შედარებით) ნაწილობრივ ლარის გამყარებითაც აიხსნება,“ - ნათქვამია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.