საქართველოში ახალი ან გაცივებული თევზის ექსპორტი 2-ჯერ შემცირდა, ფასი კი 4-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, წელს 4 თვეში საქართველომ 77.9 ტონა პროდუქტიდან 1,014 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 158.7 ტონა პროდუქტის ექსპორტიდან - 246.3 ათას აშშ დოლარი.
იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს თევზი გავიდა „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ:
- სომხეთი - 52 ტონა (821.5 ათასი აშშ დოლარი)
- აზერბაიჯანი - 13.4 ტონა (131.1 ათასი აშშ დოლარი)
- უკრაინა - 12.4 ტონა (61.9 ათასი აშშ დოლარი)
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-აპრილში 334.7 ტონა (3,204 მლნ აშშ დოლარი) თევზი შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 217.9 ტონა (1,787 მლნ აშშ დოლარი).
ქვეყნები, საიდანაც წელს თევზი შემოვიდა:
- თურქეთი - 186.9 ტონა (1,189 მლნ აშშ დოლარი)
- ნორვეგია - 146.4 ტონა (1,993 მლნ აშშ დოლარი)
- ნიდერლანდები - 1.05 ტონა (15.5 ათასი აშშ დოლარი)
ასევე, პროდუქტი მცირე მოცულობებით შემოვიდა საფრანგეთიდან და შრი-ლანკიდან.