2026 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 174 880 ტონა ხორბლის იმპორტზე 45.3 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.4%-ით ნაკლებია.
იმპორტის შემცირება ყაზახეთიდან ხორბლის შესყიდვების კლებამ განაპირობა. თუ გასულ წელს ყაზახური ხორბლის იმპორტი აქტიურად მიმდინარეობდა, წელს შესყიდვები მხოლოდ იანვარ-მარტში განხორციელდა, ხოლო აპრილიდან შეწყდა.
ამავე პერიოდში რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარ მომწოდებლად დარჩა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველომ რუსეთიდან 41.8 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი შეიძინა, ხოლო რუსული ხორბლის იმპორტი წლიურად 29.7%-ით გაიზარდა.