2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ირანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი წლიურად 101 620%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ვიგებთ. 

გამოცემის ინფორმაციით, თუ 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ირანში რეექსპორტზე მხოლოდ 5 ავტომობილი გავიდა, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 5 086 ერთეული შეადგინა.

ამავე პერიოდში საქართველოდან ირანში ექსპორტი ღირებულებით 629.5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტის მოცულობამ 106.855 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 14.647 მილიონი დოლარი იყო.

ირანში ექსპორტირებული ხუთი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი ასეთია:

  • მსუბუქი ავტომობილები — 89.308 მლნ აშშ დოლარი;

  • ფეროშენადნობები — 6.982 მლნ აშშ დოლარი;

  • ხე-ტყის მასალა (დახერხილი ან დაპობილი) — 2.825 მლნ აშშ დოლარი;

  • პლასტმასის ნედლეული (პოლიმერები პირველადი ფორმებით) — 1.318 მლნ აშშ დოლარი;

  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები — 1.162 მლნ აშშ დოლარი.