გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 273.8 მლნ. ლარი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემოსავლის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები (67.0 პროცენტი) შეადგენდა, ხოლო 33.0 პროცენტს - ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 76.8 პროცენტი ამანათების მიწოდებიდან არის მიღებული, რომლის 70.3 პროცენტი საერთაშორისო გზავნილებზე მოდიოდა, 29.7 პროცენტი კი – ადგილობრივ გზავნილებზე.
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 17.3 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდიოდა, რომლის 57.8 პროცენტი საერთაშორისო იყო, ხოლო 42.2 პროცენტი – ადგილობრივი.
საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებულმა საწარმოებმა 2025 წლის განმავლობაში გააგზავნეს 16.4 მილიონი ამანათი და 7.0 მილიონი წერილობითი კორესპონდენცია. 2025 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 4.6 ათასს და მათ შორის 1.8 ათასი იყო კურიერი და ფოსტალიონი.
ცნობისთვის, 2024 წელს საფოსტო და საკურიერო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 228.7 მლნ ლარი შეადგინა.