ტემპერატურის მატებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სეზონურ ცვლილებას საჭიროებს, საბურავი. ის უშუალოდ ეხება გზის სავალ ზედაპირს და ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად სწორედ მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზედამოკიდებული.ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად განვაახლოთ ისინი.

საბურავების შერჩევისა და მისი სეზონური ცვლილების შესახებ თეგეტა მოტორსის“ საბურავების ბრენდმენეჯერი, ლევან ბუტიკაშვილი გვესაუბრება:

რით განსხვავდება ზამთრისა და ზაფხულის საბურავები ერთმანეთისგან?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს საბურავის შემადგენლობა. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა, ხოლო ზამთრის საბურავში, პირიქით, დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი.

ზაფხულის საბურავი სიცივეში ხისტი ხდება და მოჭიდების უნარს კარგავს,  ხოლო ზამთრის საბურავი ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.

რატომ უნდა შევცვალოთ ზაფხულში საბურავები?

ზაფხულის საბურავებს დაბალი პროტექტორები აქვს და მათ შორის დაშორებაც  საკმაოდ მცირეა. სწორედ ამიტომ საბურავის გზასთან შემხები ზედაპირის ფართობი ზამთრის საბურავებთან შედარებით საკმაოდ დიდია და მოჭიდება  უფრო საიმედო ხდება. ზამთრის საბურავების მაღალი პროტექტორები კი აჩქარებისას და დამუხრუჭებისას დეფორმირდებ. ამის გამო, იზრდება სამუხრუჭე მანძილი და მკვეთრი მანევრის შესულებისას ავტომობილის დამორჩილება რთულდება.

სველ გზაზე მოძრაობისას ზაფხულის საბურავის პროტექტორის ნახატი ისეა დატანილი, რომ  უფრო ძლიერ მოჭიდებასუზრუნველყოფს. ზამთრის საბურავს კი ეს არ შეუძლია და სველ გზაზე მოძრაობისას ავტომობილის დამორჩილება ჭირს.

როდესაც ჰაერში ტემპერატურა იმატებს და უკვე +7 ცდება, აუცილებელია, რომ ზამთრის საბურავები ჩავანაცვლოთ ზაფხულის საბურავებით.

რამდენად უსაფრთხოა ზაფხულში მეორადი საბურავის გამოყენება?

 ეს ყველაფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში,მნიშვნეოვანია, რა მდგომარებაშია საბურავი, რადგან ყველა მათგანს აქვს ექსპლუტაციის ვადა და შენახვის პირობები. ამასთანავე, ექსპლუტაციის პერიოდში მისი პროტექტორი ცვდება და საბურავი გამოშრობას იწყებს.

საბურავების შეძენისას, ხარისხთან ერთად, მთავარია მათი ასაკიც, რადგან მერადი საბურავით გადაადგილება საკმაოდ დიდ საფრთხეს ქმნის ზამთარშიც და ზაფხულშიც. უნდა ვიცოდეთ, რომ საბურავი არა მარტო ცვდება, არამედ ძველდება კიდეც - დროის გასვლასთან ერთად, მისი შემცველი ნივთირებების ეფექიანბის კოფიციენტი დაბლა იწევს.

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებშიზაფხულის საბურავების შეძენისას სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია, „თეგეტა მოტორსის“ დისტანცირი სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინჯავშნით ისარგებლოთ.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.