საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა  დღეს ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებს  შეხვდა. შეხვედრის შემდეგ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა, მისი თქმით ებ-ის გუნდთან საბანკო რეგულაციებთან  დაკავშირებით, დაახლოებით, ექვსი პროექტის განხილვა მოხდა. 

„საბანკო რეგულაციებთან  დაკავშირებით ეროვნული ბანკის გუნდთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმოვიხილეთ დაახლოებით ექვსი პროექტი. ვფიქრობთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შევჯერდებით გარკვეულ სიახლეებზე, რასაც შემდგომ  ბაზარს წარვუდგენთ“, - აღნიშნა გიორგი თხელიძემ