ბიზნესმენი და ბიზესასოციაცია „ქართულ-რუსულის“ დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე RBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთში ქართული ბიზნესისთვის მუშაობა მარტივი არ არის, რადგან ქვეყნებს შორის ცუდი პოლიტიკური ურთიერთობებია.

- რა იყო ბიზნესასოციაცია "ქართულ-რუსულის" შექმნის მიზანი?

- მეგობრებთან საუბრისას, რომლებიც ბიზნესს აწარმოებენ - რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებულები, ვსაუბრობდით და სხვადასხვა საკითხებს განვიხილავდით. მათ მითხრეს, რომ ეს თემა დახურულია და მასზე საუბრისგან ყველა თავს იკავებს, გასაგები მიზეზების გამო. ახლა ჩვენ ქვეყნებს შორის რთული, დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, მეორე მხრივ კი ბიზნესი მუშაობს და ამ საუბრის ფარგლებში გავიგე, რომ სადღაც 500 000-მდე ქართველია რუსეთში ექსპორტში ჩართული. 

რუსეთში მუშაობა მარტივი არ არის, განსაკუთრებით მათთვის, რომელ სახელმწიფოებთანაც რუსეთს პოლიტიკური ურთიერთობა კარგი არ არის. გვინდა ვცადოთ, რომ ინსტიტუციურად გარკვეული სისტემური საკითხები უფრო მაღალ დონეზე დავაყენოთ და დავეხმაროთ ამ ხალხს. 

ჩვენ ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება, ჩვენ მეზობლები ვართ და ურთიერთობის დიდი ისტორია გვაქვს. რუსეთთან ურთიერთობა არ უარესდება, თუმცა თუ გაუმჯობესდება, კარგი იქნება, თუმცა ამისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხები უნდა გადაწყდეს - ტერიტორიული...

- ასოციაციაში ძირითადად სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლები შედიან?

- დიახ, სოფლის მეურნეობის, მეღვინეობის, ტურიზმის წარმომადგენლები. 

- რუსულ მხარეს ვის გინდათ რომ დაუკავშირდეთ ამ ასოციაციით?

-  რუსეთში რუსულ-ქართული ბიზნეს ასოციაცია მოქმედებს, რომელსაც ძალიან კარგი ადამიანი ხელმძღვანელობს. იქ ჯგუფი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე მუშაობს. მათთან ერთად მტკივნეული, საერთო საკითხების მოგვარებას შევეცდებით.

- ქართველ მეღვინეებს გაუჭირდებათ რუსულ წარმოებებთან კონკურენციაში შესვლა, რადგან რუსული ღვინის წარმოებაც გაიზარდა...

- გეთანხმებით, რომ რუსული მეღვინეობის განვითარების ფონზე კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა. მაგრამ მეორე მხრივ, დასავლური ღვინოების გაყიდვები უფრო შეიზღუდა - იტალიური, ფრანგული, ესპანური... თუმცა დიდი პრობლემები არ არის, მაგრამ ეს თაროები შედარებით გათავისუფლდება და ბიზნესი კონკურენციაა და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამის კეთება... რუსეთში არსებული მდგომარეობის ფონზე, შეიქმნა გარკვეული ვაკუუმი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ...

- როგორ არსებობენ ქართველი მეღვინეები რუსული ბაზრის გარეშე?

- ძალიან რთულად... როგორც ვიცი, ბაზრის 60-70% რუსეთზე მოდის.

თავის მხრივ, ევროპული ბაზარი ისეთი გაჯერებულია, რომ იქ არავის ელიან, მათ თავისი კარგი პროდუქტები აქვთ, მაგრამ ძალიან მცირე მოცულობით არის... ისინი ღვინით ინტერესდებიან, ინგლისშიც იყიდება, გერმანიაშიც, ამერიკაშიც, მაგრამ ინდუსტრიული მოცულობებით არა.

- ასოციაცია უფრო დიდ ბიზნესებს აერთიანებს თუ მცირე და საშუალოს?

- აქ არიან როგორც დიდი, ასევე საშუალო. მათ როდესაც შევხვდი, 70 კომპანია იყო, ისინი ძალიან მომეწონნენ, უბრალო ხალხია, რომელიც ნამდვილ საქმეს აკეთებს.

საქართველოდან რუსეთისთვის ამ კომპანიების მიერ მიწოდებული პროდუქტის ღირებულება 500 მილიონი დოლარია წლიურად. ეს რუსეთისთვის ცოტაა, მაგრამ საქართველოსთვის კარგი თანხაა. ამის განვითარებისთვის გრძელვადიანი პროცესებია. გზაც ერთია - ყაზბეგის საბაჟო, რომელიც დროდადრო იკეტება, შესაბამისად არის ლოგისტიკური პრობლემები, რუსეთში არსებული პრობლემები.

- დაეხმარება თუ არა ასოციაცია რუსულ ბიზნესს საქართველოში?

- დიახ, ძალიან ბევრი რუსი ბიზნესმენია, რომელიც საქართველოში სამთომოპოვებით, ასევე ინფრასტრუქტურულ საქმიანობაშია ჩართული.