რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედია განმარტავს, რომ “გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ გელენჯიკში. აფეთქებების შემდეგ აეროპორტის მახლობლად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.